აღდგომა უკრაინაში - ოკუპანტებმა სუმში ნევროლოგიური ინტერნატი დაბომბეს

24.04.22 16:27
აღდგომა უკრაინაში - ოკუპანტებმა სუმში ნევროლოგიური ინტერნატი დაბომბეს

აღდგომის წინა დღეს ოკუპანტებმა სუმი დაბომბეს. სოფელ ატინსკში მტერმა იერიში ფსიქონევროლოგიურ ინტერნატზე მიიტანა. შენობას კარები და ფანჯრები აღარ აქვს. ოკუპანტებმა ასევე, დასახლება  ბოიარო-ლეჟაჩიც დაბომბეს, სადაც მათი სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. 

ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზვღვრო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.