"ასეთი სააკაშვილი არასდროს მინახავს" - მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილი მოინახულა

"ასეთი სააკაშვილი არასდროს მინახავს"- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. სასულიერო პირის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტის პირადი ინფორმაციის გაუთქმელობის მოტივით მეუფე ნიკოლზი დეტალებზე არ საუბრობს.
ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ მე არ ვარ შემფასებელი, მაგრამ დღეს როგორც იყო, ასეთი არასრდოს მინახავს და კარგი იქნება, რომ რაღაც ზომები იქნეს მიღებული მისი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. დასუსტებული იყო ძალიან და თვითონაც მითხრა, რომ გამოვკითხე... სუსტად არის... მოკლედ, ყველა დეტალს არ მოვყვები, კონკრეტულად მითხრა, დეტალებიც მითხრა და მე მეჩვენება, რომ მოკლედ, მისახედია ძალიან, - თქვა სასულიერო პირმა.