აღდგომა ომის პირობებში - როგორ ხვდებიან უკრაინელები წმინდა დღესასწაულს

24.04.22 17:31
აღდგომა ომის პირობებში - როგორ ხვდებიან უკრაინელები წმინდა დღესასწაულს

უკრაინელები დანარჩენ მართლმადიდებლურ სამყაროსთან ერთად დღეს აღდგომას აღნიშნავენ. დაანონსებული დაბომბვის და შიშის მიუხედავად, მორწმუნეები ეკლესიებში მაინც მიდიან. მათ თქმით, დღეს მათ გადარჩენაში სწორედ ლოცვა და რწმენა ეხმარებათ.

ჩვენ დავიწყეთ ყველაფრის ცოტა სხვანაირად გადაფასება, რადგან გვესმის, რომ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს და ყველაფერი დავკარგოთ. წელს, როგორც არასდროს, გვინდა ვიყოთ ჩვენს ოჯახთან ერთად, ახლობლებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად, ჩვენს სახლებშ, ჩვენს საყვარელ ქვეყანაში, - ამბობს ერთ-ერთი მორწმუნე.