აღდგომა დღეს ლუგანსკში ოკუპანტებმა 7 საცხოვრებელი სახლი დაბომბეს

აღდგომა დღეს ლუგანსკში ოკუპანტებმა 7 საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. უკვე მესამედ დაიბომბა ლისიჩანსკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
კვირას რუსებმა ძლიერი იერიშები მიიტანეს ლუგანსკის მთელ ოლქზე. დაიწვა 3 საცხოვრებელი კორპუსი და 4 საკუთარი სახლი, - წერს სერგეი გაიდაი.
გაიდაის ცნობით, იერიშების შედეგად ყველაზე მეტად ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, რუბეჟნოე და გორნოე დაზარალდა. მისივე ინფორმაციით, დაიწვა ავტომობილებიც.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.