ოკუპანტის ახალი გეგმა - პუტინის მიზანი 9 მაისამდე სამხრეთ უკრაინის დაპყრობაა

პუტინი 9 მაისამდე უკრაინის სამხრეთის დაპყრობას გეგმავს. ამის შესახებ Bellingcat გამომძიებელი ჟურნალისტის ხრისტო გროზევი წერს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის გეგმაში შედის ოდესაზე კონტროლის აღებაც.
მათ ესმით, რომ თუ ხალხს არაფერს ლამაზს, მათ შორის, ოდესაში სრული დერეფნის გახსნას, ხალხს არ შესთავაზებენ, მოსახლეობაში კითხვები გაჩნდება, - განმარტავას გროზევი.
მისი თქმით, კრემლი 9 მაისისთვის რაიმე მიღწევის ჩვენებას აპირებს.
თუ მათ ეს არ გამოუვათ და მე ვფიქრობ, რომ არ გამოუვათ, ისინი ბოლო მომენტში ყველაზე ტერორისტულ ზომებზე წავლენ, მათ შორის, ქიმიური იარაღის გამოყენებაზეც, - აღნიშნა გროზევმა.
ჟურნალისთის თქმით, რუსი ხალხში საკუთარ პრეზიდენტის და მისი პროპაგანდის მიმართ ნდობა კლებულობს.