ხარკოვში ერთ-ერთ ქარხანაში ოკუპანტებმა საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს

25.04.22 09:40
ხარკოვში ერთ-ერთ ქარხანაში  ოკუპანტებმა საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს

ხარკოვის ოლქში ოკუპანტებმა ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს.

ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ოკუპანტები ბანაკში მყოფ ადამიანებს აწამებენ და მათთან თანამშრომლობას აიძულებენ.

ქარხნის შენობაში ციხე მოაწყვეს, ნამდვილი საკოცენტრაციო ბანაკი, სადაც ადამიანებს აწამებენ, თანამშრომლობას და რუსეთის შეიარაღებულ ძალების რიგებში დგომას აიძულებენ, - ამბობს სინეგუბოვი. 

მისივე ცნობით, საკონცენტრაციო ბანაკი რუსებმა ვოლჩანსკში მოაწყვეს. ასეთივე სიტუაცია იყოს იზიუმშიც, სადაც მტერი ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზაციას გეგმავდა. 

შეგახსენებთ, რომ კვირას, აღდგომის წმინდა დღესასწაულზე  ოკუპანტების იერიშებს  2 ადამიანი ესმხვერპლა, 14 კი დაშავდა. 

მსგავსი სიახლეები