ოკუპანტები "აზოვსტალს" ბომბავენ - შტურმი მიმდინარეობს პოპასნოეზეც

ოკუპანტები "აზოვსტალს" ბომბავენ, შტურმი მიმდინარეობს პოპასნოეზეც. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, ქარხანაზე, სადაც აზოვის ბატალიონი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, ოკუპანტებს სარაკეტო იერიშები მიაქვს.
მარიუპოლში, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე მტერს სარაკეტო იერიშები უკრაინული ჯარების პოზიციებზე მიაქვს. მიმდინარეობს შტურმი დასახლებულ პუნტქ პოპასნოეზეც, -იუწყება გენშტაბი.