რუსული ქალაქი ბრიანსკი ცეცხლის ალშია - დაბომბილია ნავთობგამანაწილებელი ბაზა

რუსული ქალაქი ბრიანსკი ცეცხლის ალშია - დაბომბილია ნავთობგამანაწილებელი ბაზა. სწორედ აღნიშნული ტერმინალიდან ხდება ნავთობის მომარაგება, მათ შორის, ევროპის ქვეყნებისთვისაც.
უკრაინის საზღვართან სტრატეგიული ობიექტი უკვე 6 საათია იწვის. ბრიანკსში 2 რაკეტა ჩამოვარდა. სავრაუდოდ, აფეთქებულია რუსული სამხედრო ლოჯისტიკური ცენტრიც.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, დამწვარია რკინიგზაც, რომლის საშუალებითაც ოკუაპანტ ქვეყანას უკრაინაში ტექნიკა გადაჰქონდა.
მომხდართან დაკავშირებით მოსკოვი დუმს. დუმილის რეჟიმშია ოფიციალური კიევიც.