ოკუპანტების აგრესიას უკრაინაში უკვე 215 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდე ოკუპანტის გარესიას 215 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 391. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური ბრძოლის ადგილებში და ასევე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მსხვერპლის რაოდენობას ჯერ კიდევ ადგენენ.
ბავშვების სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დონეცკში ფიქსირდება. შემდეგ მოდის კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, ნიკოლაევი და სხვა ქალაქები.