ხანძარი ბრიანკსში - უკრაინა კრემლს მორიგ პროვოკაციაში ადანაშაულებს

25.04.22 13:16
ხანძარი ბრიანკსში - უკრაინა კრემლს მორიგ პროვოკაციაში ადანაშაულებს

ხანძარი ბრიანსკში - ოფიციალური კიევი კრემლს მორიგ პროვოკაციაში ადანაშაულებს. უკრაინას ეჭვი აქვს, რომ  სამხედრო ობიექტი და ნავთობბაზა რუსეთის შეიაარაღეებულმა ძალებმა თავად ააფეთქეს. 

ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელის თქმით, ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან შორს მდებარეობს, ამიტომ უკრაინა მასზე იერიშს ვერ მიიტანდა. ვიტალი კიმი მიიჩნევს, რომ იერიში საკუთარ ქალაქზე სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა დაგეგმა. 

დილიდან მოვიდა შეტყობინება, რომ ბრიანსკშ იწვის ნავთობბაზა. უნდა ვიცოდეთ სად არის ეს ქალაქი. ამის უკან დიდი ალბათობით ჩვენ არ ვდგავართ. ლამის მოსკოვამდე გზის ნახევარია. ძალიან ღრმად და შორს არის რუსეთის ტერიტორიაზე. მნიშნელოვანი სამხედრო ობიექტებია. სავარაუდოდ, რუსებმა თავდ ააფეთქეს, რადგან პუტინს სჭირდება ეს. მათ უნდათ სიტუაციის დაძაბვა. ეს ობიექტები საზღვრიდან ძალიან შორსაა. რუსები თავის თავს ბომბავენ, - ამბობს კიმი ვიდეომიმართვაში. 

რუსული ქალაქი ბრიანსკი ცეცხლის ალშია - დაბომბილია ნავთობგამანაწილებელი ბაზა. სწორედ აღნიშნული ტერმინალიდან ხდება ნავთობის მომარაგება, მათ შორის, ევროპის ქვეყნებისთვისაც.

უკრაინის საზღვართან სტრატეგიული ობიექტი უკვე 6 საათია იწვის. ბრიანკსში 2 რაკეტა ჩამოვარდა. სავრაუდოდ, აფეთქებულია რუსული სამხედრო ლოჯისტიკური ცენტრიც.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, დამწვარია რკინიგზაც, რომლის საშუალებითაც ოკუაპანტ ქვეყანას უკრაინაში ტექნიკა გადაჰქონდა. 

მსგავსი სიახლეები