როცა დემოკრატია იმარჯვებს ერთ ქვეყანაში, ის იმარჯვებს გლობალურად - ზელენსკი

25.04.22 13:23
როცა დემოკრატია იმარჯვებს ერთ ქვეყანაში, ის იმარჯვებს გლობალურად - ზელენსკი

როცა დემოკრატია იმარჯვებს ერთ ქვეყანაში, ის იმარჯვებს გლობალურად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე მთავარ საკითხად უკრაინის დახმარება განიხილებოდა. 

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ განვდევნოთ ოკუპანტები და აღვადგინოთ მშვიდობა ჩვენი ხალხისთვის. ამ პროცესის მთავარი ელემენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, საკმარისი რაოდენობისა და ხარისხის იარაღია.

უკრაინის დახმარება იყო N 1 საკითხი შეხვედრაზე აშშ-ს წარმომადგენლებთან, სახელმწიფო მდივან ,ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან, რომლებიც  კიევში გუშინ ჩამოვიდნენ.

ჩვენ და აშშ-ს თანაბრად გვესმის, როცა დემოკრატია იმარჯვებს ერთ ქვეყანაში, ის იმარჯვებს გლობალურად. როცა თავისუფლება დაცულია ერთ ქვეყანაში, ის დაცულია მთელ მსოფლიოში, - ამბობს ზელენსკი. 

მსგავსი სიახლეები