5 ათასი ევრო შვილის გამოსასყიდად - ოკუპანტებმა უკრაინელი ახალგაზრდა გაიტაცეს

რუსმა ჯარისკაცებმა მარიუპოლიდან უკრაინელი ახალგაზრდა გაიტაცეს. 18 წლის ალექსეი ნოვიკოვის დედას ოკუპანტები ტელეფონით უკავშირდებიან და 5 ათასი ევროს ოდენობით გამოსასყიდს სთხოვენ. აგრესორები გატაცებულის მშობელს უთვლიან, რომ თუ თანხას არ გადაიხდიან, შვილის სიკვდილის ამსახველ კადრებს გაუგზავნიან.
ტყვედ ჩავარდნილ ახალგაზრდა მამაკაცს პუტინის ჯარისკაცებმა ვიდეო გადააუღეს და ინტერნეტში გაავრცელეს.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი უკვე გამოეხმაურა.მიხეილ პოდოლიაკმა პარალელები აისის ტერორისტებთან გაავლო. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა გამოცხადდეს.