ომის მორიგი დანაშაული - ოკუპანტებმა სკოლის მოსწავლეები დახვრიტეს
რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელი სკოლის მოსწავლეები დახვრიტეს. მომხდარის შესახებ ოკუპანტებმა თავად აღიარეს. უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩა-ნაწერი, სადაც აგრესორები ერთმანეთს სკოლის მოსწავლეების მოკვლის შესახებ უყვებიან.
ერთ-ერთი რუსი სამხედრო მეორეს უყვება, რომ ბავშვების სკოლის ჩანთებით ყოველდღიურად ხიდს გადადიან და სავარაუდოდ, სკოლაში მიდიან. მეორე სამხედრო მას ბავშვების განადგურების ბრძანებას აძლევს.
-დაამუშავე?
-ჯერ არა
-გეცოდებიან, ხომ?
-ჯერ გავატარებ
-აა უკანა გზაზე, ხომ? გასაგებია. მიდი, კაცურად მოიქეცი, შენთან ვართ, - ისმის სატელეფონო საუბარში.