ოკუპანტები უკრაინელი დეპუტატების მკვლელობას გეგმავდნენ - სტეფანჩუკი

25.04.22 15:27
ოკუპანტები უკრაინელი დეპუტატების მკვლელობას გეგმავდნენ - სტეფანჩუკი

ოკუპანტები უკრაინელი დეპუტატების მკვლელობას გეგმავდნენ. ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის სპიკერი ავრცელებს. რუსლან სტეფანჩუკი უკრაინულ მედიასთან ამბობს, რომ რუსეთი თავდასხმას 3 უკრაინელ დეპუტატზე გეგმავდა.

გვარების და დეტალების გასაჯაროება არ შემიძლია, მაგრამ შესაბამისი სამსახურები ამბობენ, რომ ზოგიერთ დეპუტატზე თავდასხმა იგეგმებოდა. მე ინფორმაცია 3 სახალხო დეპუტატთან დაკავშირებით მაქვს, - ამბობს სტეფანჩუკი. 

უმაღლესი რადას თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სამივე დეპუტატი დაცვით უკვე უზრუნველყოფილია.