ჩვენ თქვით, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მიუღებელია - რუსეთის ელჩი აშშ-ში

25.04.22 15:46
ჩვენ თქვით, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მიუღებელია - რუსეთის ელჩი აშშ-ში

ამერიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება რუსეთის დასუსტებას ემსახურება, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა  განაცხადა. რუსი დიპლომატის თქმით, უკრაინის იარაღით მომარაგება სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს. 

ამერიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ხელს არ უწყობს დიპლომატიური გზებით პრობლემების მოგვარებას. ჩვენ გადავეცით ამერიკულ მხარეს და ვთქვით, რომ 800 მილიონი დოლარის იარაღს მიწოდება მიუღებელია. ვთქვით, რომ მიუღებელია უკრაინის იარაღით დატენვა. ეს ყველაფერი ემსახურება სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას. ამ ყველაფრის მიზანია რუსეთი არ იდგეს მყარად ფეხზე, რომ რუსული ინტერესები არ იყოს პატივცემული მსოფლიოში, - განაცხადა რუსეთის ელჩმა აშშ-ში.

 

მსგავსი სიახლეები