პუტინი მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს - უკრაინული დაზვერვა

25.04.22 15:50
პუტინი მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს - უკრაინული დაზვერვა

პუტინი მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს. ინფორმაციას უკრაინული დაზვერვა ავრცელებს. უწყების ცნობით, ოკუპანტების სამიზნე "აზოვსტალის" ქარხანაში გამაგრებული აზოვის ბატალიონი და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

პარალელურად, ამ წუთებში ქალაქში ჰუმანიტარული დერეფანი იხსნება. რუსეთის თავდაცვა იტყობინება, რომ მარიუპოლიდან გამოსვლა სამოქალაქო პირებს შეუძლიათ.

უწყების ინფორმაციით, მწვანე დერეფნის გახნის დროს სიჩუმის საათი იმოქმედებს. ამის მიუხედავდა,  მოსკოვის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დერეფანი არ ეხებათ აზოვსტალის ქარხანაში მყოფ დაჭრილ ჯარისკაცებსა და მოქალაქეებს.

მწვანე დერეფნის გახნის შესახებ ჯერ ოფიციალური განცხადება უკრაინულ მხარეს არ გაუკეთებია.