"უკრაინა ტერორზე გადავიდა" - პუტინი საკუთარ დანაშაულებებს უკრაინას აბრალებს

25.04.22 17:22
"უკრაინა ტერორზე გადავიდა" - პუტინი საკუთარ დანაშაულებებს უკრაინას აბრალებს

პუტინი საკუთარი დანაშაულებების უკრაინისთვის გადაბრალებას ცდილობს. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ტერორისტებად მოიხსენიებს. მისი თქმით, უკრაინა ომს საინფორმაციო ველზეც აგებს, ამიტომ  ტერორსა და რუსი ჟრნალისტების მკვლელობების დაგეგმვაზე გადავიდა. 

დონბასსა და უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებისას გამოვილნდა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის მასობრივი ფაქტები ნეონაცისტური ფორმირებების, ასევე დაქირავებული მებრძოლების მხრიდან. საქმე ეხება მშვიდობიანი მოსახლეობის მკლვლელობებს, ადამიანების, მათ შორის, ბავშვების გამოყენებას ცოცხალ ფარად დანაშაულებების ჩადენის დროს. გულმოდგინე გამოძიებაა საჭირო ჩვენი ჯარისკაცების მიმართ ღია პროვოკაციების გამო. უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შეაჩერა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელმაც დაგეგმა თავდასხმა და მკვლელობა ერთ-ერთი ცნობილი  რუსი ტელეჟურნალისტის, საინფორმაციო ველზეც მარცხდებიან. აი, ამიტომაც გადავიდნენ ტერორზე, ჩვენი ჟურნალისტების მკვლელობების მომზადებაზე. ამერიკელებისგან, რომლებიც მუშაობენ უკრაინის უსაფრთხოების ძალებთან, როგორც სჩანს, ასეთ რჩევებს იღებენ. რუსეთში ეს არ გაუვათ, - განაცხადა პუტინმა. 

მსგავსი სიახლეები