მოსკოვი გრძნობს, რომ უკრაინასთან დამარცხდა - კულება

26.04.22 10:18
მოსკოვი გრძნობს, რომ უკრაინასთან დამარცხდა - კულება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მუქარას შესაძლო მესამე მსოფლიო ომის დაწყების შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხობს. დმიტრო კულებას თქმით, რუსეთმა მსოფლიოს უკრაინის დახმარებაზე უარი ვერ ათქმევინა, ამიტომ მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე ალაპარაკდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობ, რომ მოსკოვმა პრაქტიკულად უკრაინასთან მარცხი აღიარა.

ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინასთან თავს დამარცხებულად გრძნობს. ამიტომ მსოფლიომ კიდევ უფრო მეტად უნდა დაგვიჭიროს მხარი, რათა გავიმარჯვოთ და მსოფლიო და გლობალური უსაფრთხება ვუზრუნველყოთ, - წერს კულება "ტვიტერზე" .

ცოტა ხნით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხეზე ისაუბრა. მისი თქმით, ატომური ომის საფრთხე რეალურია.  

მსგავსი სიახლეები