ბოლო 24 საათში ოკუპანტებმა ლუგანსკზე იერიში 17-ჯერ მიიტანეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუაპნტებმა ლუგანსკზე იერიში 17-ჯერ მიიტანეს. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედროადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
სერგეი გაიდას ცნობით, მტრის თავდასხმების შედეგად ყველაზე მეტად ლისიჩანსკი, პოპასნაია და გირსკაია გრომადა დაზარალდა. მისი თქმით, პოპასნაიამ 4 ძლიერ საარტილერიო დარტყმას გაუძლო. საარტილერიო დარტყმები მიაყენეს ლისიჩანსკსაც. ქალაქებში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
რუსები პოპასნოეს აღების მიზნით რუბეჟნოეს რაიონში ბრძოლებს განაგრძობენ.