ხერსონში, ეკლესიის სარდაფს თავს 58 ობოლი ბავშვი აფარებს - დენისოვა

26.04.22 11:29
ხერსონში, ეკლესიის სარდაფს თავს 58 ობოლი ბავშვი აფარებს - დენისოვა

ხერსონში მდებარე ეკლესიის სარდაფს თავს 58 ობოლი ბავშვი აფარებს. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ავრცელებს. ლუდმილა დენისოვას თქმით, სარდაფში მცირეწლოვანი და ასევე, ინვალიდი ბაშვებიც იმყოფებიან.

უკრაინის სახალხო დამცველი მათ უსაფრთხო ადგილას ევაკუაციას ითხოვს.

მოგმართავთ თხოვნით, ვსაც შეგიძლია ამ ბავშვების უსაფრთხო რეგიონში გადაყვანაში დახმარება, ნუ გადგებით განზე, მიიღეთ ყველა ზომა ჰუმანიტარული დერეფნის გასახნსნელად, რომ ბავშვები ბოლოს და ბოლოს უსაფრთხო ადგილზე გადავიდნენ, - ამბბს დენისოვა. 

შეგახსენებთ, რომ ოკუაპნტებმა ხერსონი 2 მარტს დაიკავეს. ადგილობრივებმა მათ წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, თუმცა მტერმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. 

25 აპრილს ოკუპანტებმა ქალაქის მერიის შენობა დაიკავეს. ცნობილია, რომ ისინი ადგილზე ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის ჩამოყალიბების მიზნით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ.  

მსგავსი სიახლეები