რუსეთმა მსოფლიოს აჩვენა, რისი მოტანა შეუძლია მათთვის - ზელენსკი

უკრაინაში შეჭრით რუსეთმა საქართველოსა და დანარჩენ ქვეყნებს აჩვენა, რისი მოტანა შეუძლია მათთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპანტების სისასტიკეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მსოფლიოს ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ბუჩა, ბოროდიანკა, გოსტომელი, ახტირკა, ჩერნიგოვი და სუმი, იზიუმი, ხარკოვი, მარიუპოლი, რაკეტები ოდესასა და კრამატორსკში, ჟიტომირში, ლვოვში, კრემენჩუკსა და კრამატორსკში, რუსეთმა აჩვენა, რისი მოტანა სურს და შეუძლია ევროპაში, რა შეუძლია, მას მოუტანოს კიშინიოვს, თბილისს, ჰელსინკს, ვილნიუსს, ვარშავას, პრაღას, ყველა ქალაქსა და ქვეყანას, რომლებსაც რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები დიდი ხანია ღიად ასახელებენ მოსკოვის მტრებად.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მრავალი მიმართულებით დაიწყო შეტევა, სარაკეტო დარტყმები, საჰაერო თავდასხმები, არტილერია, ტანკები, ყველაფერი... რუსეთის ჯარებმა არაფერი დაიშურეს. ეს ნიშნავს ჩვენს მოკვლას, უკრაინელების მოკვლას და ჩვენი მიწის განადგურებას, - თქვა ზელენსკიმ.