აფეთქებების სერია ოკუპირებულ დნესტრისპირეთში - რუსეთი პროვოკაციებს განაგრძობს

რუსეთის მორიგი პროვოკაცია - ბრიანსკის დაბომბვის შემდეგ აფეთქებების ხმა ოკუპირებულ დნესტრისპირეთშიც გაისმა. შემთხვევა ტირასპოლში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ქალაქში სამთავრობო შენობა ააფეთქეს.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატით ორი რადიოგადამცემი ანძა ააფეთქეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები მომხდარს რუსეთის პროვოკაციად აფასებენ. მათ თქმით, აღნიშნული პროვოკაციის მიზანს უკრაინის წინააღდეგ ომში საოკუპაციო რეჟიმის ჩართვა წარმოადგენს.
დნესტრისპირეთში აფეთქებების სერია გუშინ დაიწყო. აფეთქებების შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაცია კამპანია ამუშავდა. ადგილზე დაზარალებულებიც უცბად გაჩნდნენ, რომლებიც მომხდარის შესახებ დეტალებს ყვებიან.
დნესტრისპირეთის პარალელურად, აფეთქებებია ბელგოროდსა და ვოლგოგრადში. მომხდართან დაკავშირებით უკრაინული მხარე პასუხისმგებლობას იხსნის.