ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში საწარმო დაბომბეს - დაღუპულია 1 ადამიანი

26.04.22 12:54
ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში საწარმო დაბომბეს - დაღუპულია 1 ადამიანი

ზაპოროჟიეში რუსული რაკეტები ერთ-ერთ საწარმოს მოხვდა. შემთხვევის შედეგად  1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ამ დროისათვის ცნობილია, რომ დილით ქალაქის ერთ-ერთ საწარმოს ორი რუსული რაკეტა მოხდა, კიდევ ერთი ჰაერში აფეთქდა, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით საწარმოს შენობა დანგრეულია. ადგილზე ამ დროისათვის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.