უმძიმესი ოჯახური ტრაგედია ოდესაში - რუსების სარაკეტო იერიშს ორსული ქალი და მისი ქმარი ემსხვერპლა

ოდესაში რუსი აგრესორების სარაკეტო თავდასხმის დროს ორსული ქალი და მისი ქმარი დაიღუპნენ.
მილა და ბოგდანი ოდესაში მდებარე სახლის მე-4 სართულზე ცხოვრობდნენ, რომელსაც ოკუპანტების რაკეტა მოხვდა.
ინფორმაცია ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, სერგეი ბრაჩუკმა, დაადასტურა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილ წყვილს სამძებრო სამსახურის წარმომადგენლებმა მომხდარიდან 2 დღეში მიაკვლიეს.