სრულიად კანონიერია, უკრაინამ მიზანში ამოიღოს რუსული ობიექტები - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

26.04.22 13:49
სრულიად კანონიერია, უკრაინამ მიზანში ამოიღოს რუსული ობიექტები - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქებების სერიის დაწყებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი საგანგებო განცხადებით ეხმიანება. ჯეიმს ჰიპის განმარტებით, სრულიად კანონიერია, თუ უკრაინა დარტყმებს განახორციელებს რუსეთის სიღრმეში და გაანადგურებს მტრის ლოჯისტიკას. 

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მტრის იარაღისა და საწვავის მარაგების განადგურებით უკრაინა შეძლებს, აღკვეთოს საკუთარ ტერიტორიაზე მკვლელობები. 

საქმე იმაშია, რომ უკრაინა იყო სუვერენული სახელმწიფო, ცხოვრობდა მშვიდად საკუთარ საზღვრებში. შემდეგ კი სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა, გაერღვია ეს საზღვრები. ეს დაედო საფუძვლად უკრაინაში ომის დაწყებას და უკრაინამ უნდა მიიტანოს იერიში მოწინააღმდეგის პოზიციებზე, რომ გაანადგუროს მისი ლოჯისტიკური ხაზი, იარაღის საწყობები, საწვავის მარაგები და ეს არის ომის ხაზი. 

სრულიად კანონიერია, რომ უკრაინამ მიზანში ამოიღოს ობიექტები რუსეთის სიღრმეში, რუსული ლოჯისტიკა და ხელი შეუშალოს მკვლელობას უკრაინულ მიწაზე. - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

მსგავსი სიახლეები