ოკუპანტები უკრაინელ ქალებს შპიონაჟს აიძულებენ და შვილების მოკვლით ემუქრებიან

ოკუპანტები უკრაინელ ქალებს შპიონაჟს აიძულებენ და შვილების მოკვლით ემუქრებიან. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
სერგეი გაიდაის თქმით, რუბეჟნოეს დასახლებულ პუნქტში, სადაც აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს, აგრესორები ქალებს უკრაინული ჯარების ადგილმდებარეობების გარკვევას აიძულებენ, უარის შემთხვევაში კი შვილების დახვრეტით ემუქრებიან.
საშინელ სიტუაციაზე გიამბობთ, რომელიც რუბეჟონოეში ხდება. ორკები ბავშვებს იტაცებენ, შემდეგ კი მათ დედებს ჰუმანიტარული დახმარების მოტივით უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე გასვლას აიძულებენ. თუ ქალები ამას არ იზამენ, შვილების დახვრეტით იმუქრებიან, - ამბობს გაიდაი.