"ერთი ტყვე მოვკალით, მეორეს დაკითხვა მოვუწყვეთ" - ომის დანაშაულის მორიგი მტკიცებულება
ომის დანაშაულის მორიგი მტკიცებულება - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ახალ აუდიოჩანაწერს ავრცელებს. აუდიოფაილში ორი ოკუპანტის საუბარი ისმის, რომელშიც ერთ-ერთი ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროების სასტიკი წამების შესახებ ყვება.
ირკვევა, რომ ერთ-ერთი ტყვე მეორე უკრაინელი სამხედროს თვალწინ ჩაცხრილეს, რათა მისთვის ჩვენება ჩამოერთვათ. მას შემდეგ რაც ოკუპანტებმა სასურველი ინფორმაცია ვერ მიიღეს, ტყვედ ჩავარდნილი სამხედროს წამება განაგრძეს.
ორნი დაიჭირეს, ჩვენზე პატარები. ერთი ტყეში გაიყვანეს, მეორეს დაკითხვა დაიწყეს. გავისროლეთ, მოვკალით. ამ მეორემ მაინც არაფერი თქვა. ბორბლის ქვეშ ფეხი დავადებინეთ, გადავუარეთ, მაინც არაფერი თქვა, - ამბობს ოკუპანტი სატელეფონო საუბრისას.