"უკრაინას სჭირდება ჩვენი დახმარება" - გერმანიაში EU-ს და NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ

26.04.22 16:10
"უკრაინას სჭირდება ჩვენი დახმარება" - გერმანიაში EU-ს და NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ

გერმანიაში ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ. შეხვედრა რამშტეინში, აშშ-ს საჰაერო ძლაების  ბაზაზე მიმდინარებს. შეხვედრას აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უძღვება. მაღალჩინოსნების განხილვის თემა უკრაინის სამხედრო შეიარაღებით დახმარებაა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე უკრაინელ ხალხს მიმართა და ომში გამარჯვებამდე დახმარება აღუთქვა.

უკრაინას სჯერა, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს ისევე, როგორც ყველას აქ. უკრაინას სჭირდება ჩვენი დახმარება გამარჯვებისთვის დღეს და დასჭირდება დახმარება ომის დასრულების შემდეგაც. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ჩვენი სამხედრო დახმარება მიდის პირდაპირ თავისუფლების ფრონტის ხაზზე უშშარ უკრაინელ მებრძოლებთან, რომლებიც დგანან წინა ხაზზე. უკრაინელები, ჩვენ გვსემის ტვირთი, რომელსაც ატარებთ და უნდა იცოდეთ, რომ ზურგს გიმაგრებთ. აქ უკრაინული დემოკრატიის არსენალის გასაძლიერებლად ვართ. რუსეთის შემოჭრა უსაფუძვლო და უკანონოა. ეს საერთაშორისო წესრიგის შეურაცხყოფაა და გამოწვევა ყველა თავისუფალი ადამიანისთვის. მთელი მსოფლიო ერთიანია გადაწყვეტილებაში: მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღდეგ ბრძოლაში, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა. 

 

მსგავსი სიახლეები