საზენიტო დანადგარები და ზალპური სისტემები - უკრაინამ ახალი სამხედრო დახმარება მიიღო

უკრაინამ ახალი სამხედრო დახმარება მიიღო. შეიარაღებით სავსე კოლონები ომში მყოფი ქვეყნისთვის გერმანიამ გააგზავნა. შეიარაღებას შორის საზენიტო დანადგარი "ჰეპარდი", რომლითაც უკრაინა რუსულ თვითმფრინავებს გაანადგურებს.
სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილება ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.
ზალპურ სისტემებს უკრაინაში შვედეთიც აგზავნის. ,,არჩერს", რომელიც საბრძოლო მოქმედებაზე 14 წამში გადადის, სამიზნის განადგურება 52 კმ დისტანციაზეც შეუძლია.
ამ ფონზე სასოწარკვეთილი რუსეთი რკინიგზებს აფეთქებს, რომლითაც უკრაინაში შეიარაღება შედის.