რუსეთი დნეპრისპირეთში სარაკეტო თავდასხმას ამზადებს - უკრაინის უშიშროების სამსახური

26.04.22 19:57
რუსეთი დნეპრისპირეთში სარაკეტო თავდასხმას ამზადებს - უკრაინის უშიშროების სამსახური

რუსეთი ამზადებს დნეპრისპირეთში ახალ სარაკეტო დარტყმას, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდი მსხვერპლს გამოიწვევს -  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახური ავრცელებს. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ არავითარ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის შეიარაღებული ძალები არ გეგმავენ და ეს ყველაფერი რუსეთის პროვოკაციაა.

უკრაინის დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ რუსული სპეცსამსახურები დნეპრის არაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობას ფეიკ სმს-ებს უგზავნის, რათა სარაკეტო დარტყმების ავტორად მათ უკრაინა მიიჩნიონ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რეკომენდაციას უწევს დნეპრისპირეთის მოსახლეობას, დაიწყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უფრო უსაფრთხო რეგიონებში. 

გარწმუნებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ  სურთ ბოროტება მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, თუმცა, ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას ჩვენ აღვიქვამთ როგორც დივერსანტებს და მოხდება მათი ლიკვიდაცია გაუფრთხილებლად. 

ზუსტად 19 სათზე მოხდება სარაკეტი და საარტილერიო გასროლა რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ ობიექტებზე- ნათქვამია რუსულ ფეიკ განცხადებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები