აგრესორების კიუედვ ერთი დანაკარგი - უკრაინელმა მედესანტეებმა რუსული შვეულმფრენი ,,ალიგატორი" ჩამოაგდეს
ქალაქ ხარკოვის მიდამოებში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა რუსული შვეულმფრენი ,,ალიგატორი", Ка-52, ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ადასტურებს.
კიდევ ერთი რუსული შვეულმფრენი Ка-52 ხარკოვში გაანადგურა უკრაინის შეიარღებული ძალების სადესანტო ჯარების წარმომადგენლებმა. სამხედრო ნომენკლატურით ,,ალიგატორი" ითვლება სამეთაურო მანქანად. ის წარმოებაში გამოვიდა 2008 წელს და გააჩნია დამიზნების ლაზერული სისტემა და გადააქვს ავიაბომბები. - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
ჩამოგდებული რუსული შვეულმფრენის საბაზრო ღირებულება 16 მილიონი დოლარია.