გერმანია უკრაინას ახალ, ანტისაჰაერო საზენიტო შეიარაღებას გადასცემს

26.04.22 20:39
გერმანია უკრაინას ახალ, ანტისაჰაერო საზენიტო შეიარაღებას გადასცემს

გერმანია უკრაინას Gepard-ის ტიპის თვითმავალ, შეჯავშნულ ანტისაჰაერო, საზენიტო ტექნიკას გადასცემს- ამის შესახებ რამშტაინის ბაზაზე გამართულ მსოფლიოს 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა,  ქრისტინე ლამბრეხტმა, შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსოფლიო გეგმავს უკრაინის მასიურ გადაიარაღებას. 

შეხვედრას ნატო-ს წევრი და  არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, მათ შორის, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექს რეზნიკოვიც, ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები