ატომურ ომში გამარჯვებული ვერცერთი მხარე ვერ იქნება - პენტაგონის ხელმძღვანელი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელმაც ატომური ომის საფრთხეებზე ისაუბრა, აშშ-ს ტავდაცვის მინისტრი ეხმიანება. ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ რუსეთის ომი ატომურ კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს. მისი თქმით, ასეთი რიტორიკა საშიში და უსარგებლოა.
ჩვენ ყოველთვის ვიმეორებდით, რომ ატომურ ომში გამარჯვებული ვერცერთი მხარე ვერ იქნება. ამიტომ ვთვლი, რომ იარაღით მუქარა და მსგავსი რიტორიკა უბრალოდ უსარგებლოა, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
FOX NEWS-ის ჟურნალისტის შეკითხვას, შესაძლოა, თუ არა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ატომურ ომში გადაიზარდოს, ოსტინმა უპასუხა, რომ „ასე არ ფიქრობს“.