უკრაინელები ქუჩებსა და სახლებში უპატრონოდ იღუპებიან - ჯანმო რუსულ სისასტიკეზე

10.05.22 15:47
უკრაინელები ქუჩებსა და სახლებში უპატრონოდ იღუპებიან - ჯანმო რუსულ სისასტიკეზე

,,ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია" რუსეთის ახალ სამხედრო დანაშაულებებზე ალაპარაკდა. უწყების განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნის მიერ საავადმყოფოების დაბომბვამ სიკვდილიანობა კიდევ უფრო გაზარდა. მოქალაქეებს და სამხედროებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ვერ უტარდებათ და ისინი უპატრონოდ სახლებსა და ქუჩებში იღუპებიან. 

მინიმუმ 3 ათასი ადამიანი შესაძლოა, მხოლოდ იმიტომ დაიღუპოს, რომ სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ. სიცოცხლისთვის საშიშ დამწვრობებით, ნატყვიარებით, ბევრი უპატრონოდ არის მიტოვებული ქუჩებში და სახლებში. ომის გავლენა 2 თვის თავზე შემზარავია. 60 მილიონ ადამიანს სჭირდება დახმარება. ეს ბნელი დროა, არაფერია იმაზე გამაოგნებელი, ვიდრე საავადმყოფოებზე თავდასხმა, ვიღაცის ნებით დაბომბილი საავადმყოფო. ეს სირცხვილია, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ამ ომის შედეგები მომავალ თაობებსაც გადაეცემა, - განაცხადეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში. 

მსგავსი სიახლეები