პუტინის ჯარები გეგმას ორი კვირით ჩამორჩებიან - პენტაგონი
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ვერცერთ ძირითად მიზანს ვერ მიაღწია, მისი ჯარები კი გეგმებს ორი კვირით ჩამორჩება. ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს.
პუტინი ძალების მობილიზებას განაგრძობს, თუმცა დანაკარგიც ბევრი აქვს. ის ხედავს, რომ ზოგიერთი მისი შესაძლებლობები მცირდება. საუბარი საარტილერიო ბრძოლაზე. პუტინმა ვერცერთ ძირითად მიზანს ვერ მიაღწია. მარიუპოლი ამ დრომდე ვერ დაიპყრეს, „აზოვსტალი“ წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობს. ჩვენი შეფასებით, ის ორი კვირით ჩამორჩება იმ გეგმას, რომელიც დონბასსა და სამხრეთში მის სასურველ პოზიციებს უკავშირდება. გაურკვეველია როგორ განვითარდება მოვლენები.დარწმუნებულები იყავით, რომ უკრაინელები საკუთარ ტერიტორიას ბოლომდე დაიცავენ, - განაცხადეს პენტაგონში.