4 დაღუპული და ათობით დაშავებული - ოკუპანტებმა ხარკოვში საევაკუაციო კოლონა ქვემეხებით ჩაცხრილეს

კიდევ ერთი ომის დანაშაული - ხარკოვში რუსულმა არმიამ შვიდობიანი მოქალაქეები ჩაცხრილა. სარაკეტო იერიში ოკუპანტებმა იმ კოლონაზე მიიტანეს, რომლითაც ხალხი ხარკოვის დატოვებას ცდილობდა. მათ ქვემეხებით 15 ავტომობილი ჩაცხრილეს. დაიღუპა 4 და დაიჭრილია ათობით ადამიანი, თუმცა ხარკოვის რეგიონალური პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპულია 4-ზე მეტი ადამიანი.
ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც ევაკუაციას ცდილობენ. სამწუხაროდ, ბავშვებთან ერთად იყვნენ. მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ერთ მანქანას ქვემეხი დაეჯახა. ეს იყო ალბათ ტანკი ან ქვეითი საბრძოლო მანქანა. საკმაოდ ბევრი მოკლული იყო, - ამბობს უკრაინელი სამხედრო.