მარიუპოლის განსაბლოკად საჭირო იარაღი უკრაინას ჯერ არ აქვს - ზელენსკი

11.05.22 11:38
მარიუპოლის განსაბლოკად საჭირო იარაღი უკრაინას ჯერ არ აქვს  - ზელენსკი

იარაღი, რომელიც მარიუპოლის განსაბლოკად არის საჭირო, უკრაინას არ აქვს, - ამის შესახებ ურკაინის რპეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ფოლადის ქარხნიდან სამხედროების გამოსაყვანად უკრაინის მთავრობა რუსეთთან მოლაპარაკებებს განაგრძობს, თუმცა პუტინმა მათი არცერთი შეთავაზება არ მიიღო. 

მარიუპოლში არიან ქალაქის მცველები, ისინი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებენ. ჩვენ ვიყენებთ ყველა დიპლომატიურ შესაძლებლობას მათ გადასარჩენად, მაგრამ რუსეთი ჯერჯერობით ბევრი შეთავაზებული ვარიანტიდან არცერთს თანხმდება. მაგრამ ის იარაღი და იმ რაოდენობით, რაც საჭიროა მარიუპოლის განბლოკვისთვის, ჩვენ ჯერ არ გვაქვს, - ამბობს ზელენსკი.

 რუსი სამხედროები "აზოვსტალზე" იერიშების მიტანას განაგრძობენ. მტერი ფოლადის ქარხანს საჰაერო და საარტილიერო სისტემებიდან ბომბავს. სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს ქარხნის შიდა პერიმეტრზეც, სადაც მაისის დასაწყისში შეიჭრა. ინტენსიური ცეცხლის და უკიდურესად მძიმე პირობებში "აზოველი" მებრძოლები თავდაცვას ინარჩუნებენ.