"ბევრჯერ მოვუწოდეთ დანებებისკენ" - დონეცკის სეპარატისტული რეჟიმი "აზოველებზე"

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძვანელი რუსულ მედიასაშუალებთან ირწმუნება, რომ "აზოვსტალის" ქარხანაში მშვიდობიანი მოქალაქეები აღარ არიან და ამიტომ რუსულ არმიას ხელები გახსნილი აქვს. სეპერატისტული რეჟიმის წარმომდგენელის თქმით, რუსებმა "აზოვის" ბატალიონს დანებებისკენ არა ერთხელ მოუწოდა და ამის გარდა, მათ მიმართ სხვა შეთავაზება არ იქნება.
ნეონაცისტების დაჯგუფება, მე „აზოვსტალზე“ ვსაუბრობ, და ჩვენი მონაცემებით, ეს დაახლოებითი რიცხვია, რადგან ყლოველდღიურად მათი რაღაც რაოდენობა ნადგურდება, ჩვენი მონაცემებით, დარჩენილი უნდა იყოს 1200 კაცამდე დაჭრილების ჩათვლით. ჩვენ მშვენიერ შეთავაზებებს ვუკეთებდით, ბევრჯერ მოვუწოდეთ თეთრი დროშით გამოსვლის და ჩაბარებისკენ, სხვა ვარიანტი შეთავაზების არც განხილულა და არც მომავალაში განიხილება, რადგან ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან და სასამართლო ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს მათი შემდგომი ბედი. რაც შეეხება მშვიდობიან მოქალაქეებს, ჩვენი ინფორმაციით, და ეს დასტურდება კიდეც, აღარ არიან დარჩენილები, შესაბამისად, ჩვენს ქვედანაყოფებს ხელები გახსნილი აქვთ, - ამბობს სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელი.