რუსული არმია დემორალიზებულია - მორიგ მტკიცებულებას უკრაინის უსაფრთხოება ასაჯაროებს

11.05.22 15:42
რუსული არმია დემორალიზებულია - მორიგ მტკიცებულებას  უკრაინის უსაფრთხოება ასაჯაროებს

რუსული არმია დემორალიზებულია. რუს ჯარისკაცებს ომიდან გაქცევა და სახლში დაბრუნება სურთ. ფაქტის დამდასტურებელ აუდიოჩანაწერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სატელეფონო საუბარში უკმაყოფილო ოკუპანტი ამბობს, რომ შესაძლოა, უკაინაში 1 წელზე მეტ ხანს გააჩერონ. 

ამბობენ, თითქოს დონეცკის ოლქში ვართ. ირკვევა, რომ აქ არ უნდა ვიყოთ, ჩვენ კი აქ ვართ. იმის გვეშინია, რომ ნახევარი წელი მოგვიწევს აქ ყოფნა. განწყობაც ყველას წაუხდა, რაღაც თარიღი მაინც რომ თქვან, - ამბობს რუსი სამხედრო. 

ცნობილია, რომ რუსი ჯარისკაცები არა მხოლოდ ბრძოლის ველიდან გარბიან, არამედ უკრაინელებს ტყვეებადაც ბარდებიან.  

მსგავსი სიახლეები