რუსეთს მთელი უკრაინის დაპყრობა სურდა - უკრაინის დაზვერვამ პუტინის გემები გაშიფრა

11.05.22 17:39
რუსეთს მთელი უკრაინის დაპყრობა სურდა - უკრაინის დაზვერვამ პუტინის გემები გაშიფრა

ომის დანაშაულის ახალი მტკიცებულებები აღმოჩენილია -უკრიანულმა დაზვერვამ ის დოკუმენტები მოიპოვა, რომლითაც უკრაინაში პუტინის მიზნები  გაიშიფრა.

დგინდება, რომ კრემლის გეგმებში  უკრაინის მთელი ტერიტორიის დაპყრობა და ოკუპაცია შედიოდა. სპეცსამსხურებმა სამსახურმა ეს მასალა სუმის რეგიონში მოიპოვეს მაშინ, როდესაც რუსი გენერლები ფრონტის ხაზიდან გაიქცნენ და დოკუმენტები ადგილზე დარჩათ.

გამოძიების სახელმწიფო ბიურომ აღმოაჩინა რუსეთის შეიარღებული ძალების წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს რუსეთის ზრახვებს. მას მთელი უკრაინის დაპყრობა სურდა. 

ეს ინფორმაცია შეისწავლება და დაერთვის საქმის მასალებს. - ნათქვამია უკრაინის უშიშროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.