RuTube მუშაობას ვეღარ გაარძელებს - Anonymous-ის ჰაკერები ირწმუნებიან, რომ რუსული ვიდეოსერვისი გატეხეს

11.05.22 17:56
RuTube მუშაობას ვეღარ გაარძელებს - Anonymous-ის ჰაკერები ირწმუნებიან, რომ რუსული ვიდეოსერვისი გატეხეს

Anonymous-ის ჰაკერები ირწმუნებიან, რომ გატეხეს რუსული ვიდეოსერვისი. მათი მტკიცებით, RuTube მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ ჰაკერებმა  Twitter-ზე დაწერეს.

Anonymous-მა გატეხა რუსული პლატფორმა RuTube. მისი მონაცემთა ბაზის 75% და ძირითადი ვერსიის ინფრასტრუქტურა, ასევე სარეზერვო ასლის 90% დაზიანდა ძალიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ RuTube ამიერიდან ვეღარ იმუშავებს - ნათქვამია Anonymous-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები