უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო პირველ რუს სამხედროს გაასამართლებენ
სუმის ოლქში უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო პირველ რუს სამხედროს გაასამართლებენ - განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ, გაავრცელა.
მისი ცნობით, 28 თებერვალს, 21 წლის რუსმა ჯარისკაცმა სუმის ოლქის სოფელ ჩუპახოვკაში, შეუიარაღებელი, სამოქალაქო პირი მოკლა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.