ვინ, თუ არა შენ? ნიშანი მომეცი" - აზოვის ბატალიონი დახმარებისთვის ილონ მასკს მიმართავს

აზოვის ბატალიონი ისევ შველას ითხოვას - უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგეი ვოლინამ, ,,ტესლას" აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, შუამავალ ქვეყანაში გადასვლაში დახმარება სთხოვა.
ხალხი ამბობს, რომ სხვა პლანეტიდან მოხვედი, რათა ადამიანებისთვის შეუძლებელის რწმენა გესწავლებინა. ჩვენი პლანეტები გვერდი-გვერდითაა, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. დაგვეხმარე აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გადასვლაში. ვინ, თუ არა შენ? ნიშანი მომეცი" - დაწერა ვოლინამ.