დადგენილია იმ ოკუპანტის ვინაობა, ვინც ცოლთან საუბრისას უკრაინელების დახოცვით ტრაბახობდა

ჟურნალისტებმა იმ რუსი ოკუპანტის ვინაობდა დაადგინეს, რომელიც მეუღლესთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინელების წამებით და მოკვლით ტრაბახობდა. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ოკუპანტი, რომელიც ომის დანაშაულებებზე საუბრობდა, 10.02.1995 დაბადებული დმიტრი გენადის ძე ივანოვია. სოციალურ ქსელში წერია, რომ ის სოფელ კუპსოლში ცხოვრობს, სადაც საკუთარ თავს დმიტრი ტუმანოვს უწოდებს. სოციალურ ქსელშ განთავსებული ფოტოებით ასევე ირკვევა, რომ მას კაზანის უმაღლესი სატანკო სამეთაურო სასწავლებელი აქვს დამთავრებული.
გაირკვეულია ასევე იმ ქალის ვინაობა, ვინც ტუმანოვს ტელეფონით ესაუბრებოდა. მისი სახელია ანასტასია კოროტკოვაა. მას სოციალურ ქსელში 2020 წლით დათარიღებული ფოტო აქვს განთავსებული, სადაც მისი და ტუმანოვის ქორწილია ასახული.
შეგახსენებთ, რომ მთვრალი რუსი ოკუპანტის მეუღლესთან სატელეფონო საუბარი ცოტა ხნის წინს უკრაინის უშიშროებამ გაასაჯაროა. ოკუპანტი უკრაინელების წამებით და მოკვლით ტრაბახობდა, თუმცა აღნიშნულით მისი მეუღლე არ აღფრთოვანდა.