პუტინი მსოფლიოს ამცირებს - ზელენსკი

05.06.22 09:31
პუტინი მსოფლიოს ამცირებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დასრულება და უდანაშაულო ბავშვების მოკვლის   შეჩერება მოსკოვში მხოლოდ ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში თქვა.

დღეს ჩვენმა ქვეყანამ პატივია მიაგო იმ ბავშვების ხსოვნას, რომლებიც რუსულ აგრესიას ემსხვერპლნენ.გასულ 24 საათში ეს საშინელი რიცხვი არ შეცვლილა. დაღუპულია 261 ბავშვი. სწორედ ამდენი უკრაინელი ბავშვი მოკვდა რუსეთის გამოისობით.თუმცა ეს ოფიციალური რიცხვია. რაც მეტს შევიტყობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამარხულების შესახებ, მით მეტად, სამწუხაროდ, გაიზრდება მათი რაონებოა ამ სიაში.  ამ სიის წაკითხვა შემზარავია. დაბადების წელი, საცხოვრებელი ადგილი, დაღუპვის მიზეზები... ყველა მათგანი ახლა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ერთი ადამიანი მოსკოვში, რომელმაც ეს კატასტროფა გამოიწვია, - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს რიცხვი აღარ შეიცვლება, თუმცა ომის შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

თუმცა ომის საშინელი შედეგების შეჩერება ნებისმიერ მომენტშ შესაძლებელია. რუსულ არმია ეკლესიებს აღარ დაწვავს, აღარ დაანგრევს ქალაქებს, აღარ მოკლავს ბავშვებს, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ასეთ ბრაძანებას გასცემს. ის ფაქტია, რომ ასეთი ბრძანება ამ დრომდე არ არის, მთელი მცოფლიოს დამცირებაზე მიუთითებს, - აღნიშნა ზელენსკიმ.