რუსეთი ისწავლის, რომ სასჯელი გარდაუვალია - ზელენსკი

05.06.22 14:58
რუსეთი ისწავლის, რომ სასჯელი გარდაუვალია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ რუსეთს "სასჯელის გარდაუვალობის" პრინციპს ასწავლის. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი ხალხი არასდროს დანებდება. 

სასჯელის გარდაუვალობა -  ეს ის პრინციპია, რომელსაც უკრაინა ნამდვილად ასწავლის რუსულ სახელმწიფოს. თუმცა პირველ რიგში, ბრძოლის ველზე მყოფებს უნდა ვასწავლოთ, რომ უკრაინა არ დანებდება, ჩვენი ხალხი არ დანებდება, ჩვენი შვილები კი ოკუპანტების საკუთრებები ვერ გახდებიან, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.