ოკუპანტები ისევ სევეროდონეცკს უტევენ - დაჭრილია ქალი

ყველაზე ცხელ წერტილად ისევ ლუგანსკი რჩება. ოკუპანტების იერიშების შედეგად პრივოლიეში ქალი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
მტრის იერიშების შედეგად პრივოლიეში ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. ქალი საავადმყოფოში პოლიციელებმა გადაიყვანეს, - წერს სერგეი გაიდაი.
მისივე ცნობით, რუსებს შტურმი სევეროდონეცკზე მიაქვთ. ბევრი შენობა დაინგრა გორსკის თემში. ასევე, ოკუპანტებმა საცხობი დაბომბეს, სადაც ადგილობრივებისთვის პურს ბოლო მომენტამდე ცხვებოდა.