დაიჭრა 29 მშვიდობიანი მოქალაქე - რუსმა აგრესორებმა ნიკოლაევი დაბომბეს

06.06.22 14:08
დაიჭრა 29 მშვიდობიანი მოქალაქე - რუსმა აგრესორებმა ნიკოლაევი დაბომბეს

29 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა რუსი აგრესორების მიერ ნიკოლაევზე მიტანილი საარტილერიო იერიშის შედეგად. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება ჩაუტარდათ. ინფორმაციას ნიკოლაევის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე, ანა ზამაზაევა, ავრცელებს. 

ოკუპანტები განაგრძობენ ნიკოლაევის დაბომბვას. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სხვადასხბვა ნაგებობები. 

ნიკოლაევის მასშტაბით მრავლობითი ჭრილობა მიიღო 29 ადამიაინმა, რომლებიც საავადმყოფოში გადიყვანეს.  საბედნიეროდ, ბავშვები მათ შორის არ იყვნენ - განაცხადა ზამაზაევამ ტრელეგრამ არხზე.

ზამაზაევას ინფორმაციით, ამ დროისთვის ნიკოლაევის საავადმყოფოში მკურნალობს 286 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც მტრის აგრესიის შედეგად დაშავდა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები