,,მადლობა" პატრიარქ კირილს, რომ დალოცა სისხლისღვრა უკრაინაში - მიტროპოლიტი ლონგინი
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი ლონგინი (მიხეილ ჟარი) რუსეთის პატრიარქს ომის გამართლების გამო უპირისპირდება.
მიტროპოლიტი ლონგინი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს მოუწოდებს, მუხლმოდრეკილებმა ილოცონ ომის საშინელებების რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.
პატრიარქო კირილ, ,,მადლობელი" ვართ იმის გამო, რომ ომის საშინელებები დალოცეთ; იმის გამო, რომ ბომბავთ ჩვენს ტაძრებსა და მონასტრებს; იმის გამო, რომ იღუპებიან ჩვენი ეკლესიის მსახურები.
,,მადლობა" მის უწმინდესობას, რომ დალოცეთ სისხლისღვრა უკრაინაში.
ყველა დამნაშავე დაისჯება ღვთის მიერ დაღვრილი სისხლის, დედების ცრემლების, ბავშვების დაობლების გამო;
თქვენ პასუხს აგებთ ღვთის წინაშე, რომ დალოცეთ სისხლისღვრა და ომი, ყველა ახალი საფლავის გამო პასუხს აგებთ!
ამ ყველაფერს პატიება არ აქვს, თქვენ ღრმა ჭრილობა მიაყენეთ უკრაინულ სულს, ნუ ეძებთ პატიებას! - განაცხადა მიტროპოლიტმა რუსეთის პატრიარქის გზავნილში.
რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად უკრაინაში დაინგრა, ან დაზიანდა 113 ეკლესია, მათ შორის, უძველესი მართლმადიდებლური ტაძრებიც, რომლებიც მეორე მსოფლიო ომსაც კი გადაურჩნენ.