ოკუპანტების ხელში აზოვის ბატალიონის 2500 მებრძოლი იმყოფება - ვოლოდიმირ ზელენსკი

06.06.22 19:27
ოკუპანტების ხელში აზოვის ბატალიონის 2500 მებრძოლი იმყოფება - ვოლოდიმირ ზელენსკი

ოკუპანტების ხელში აზოვის ბატალიონის 2500 მებრძოლი იმყოფება - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ადასტურებს ინფორმაციას რუსების ტყვეობაში მყოფი ,,აზოვის" ბატალიონის წევრების რაოდენობის შესახებ. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ აზოველების პრობლემებზე  ჟურნალისტებთან დღეს გამართული პრესკონფერენციის დროს ისაუბრა. 

აზოველების გათავისუფლების საკითხით დაკავებულია უკრაინის უშიშროების სამსახური. ძალიან ცუდი ფაქტია, რომ ისინი რუსების ხელში აღმოჩნდნენ. 

ჩვენ ვიცით, რა საკითხზე უნდა ველაპარაკოთ რუსებს, რა შევთავაზოთ. ისიც ვიცით, რომ აგრესორების ნდობა არ შეიძლება. 

უშიშროებამ უნდა დადოს შედეგი და ეს შედეგი ერთადერთი უნდა იყოს- აზოვეელბი სახლებში უნდა დაბრუნდნენ.- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმის ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ პირველი სახის ამოცანა იყო აზოვის ბატალიონის წევრების ცოცხლად გამოყვანა და ეს შესრულდა. 

ახლა დარჩენილია მეორე საკითხი- აზოველების დაბრუნება სახლებში ცოცხლების. ამ საქმეში სპეციალისტები არიან უკრაინის უშიშროებაში. მე მათ ვენდობი და შედეგსაც ველი.

ეს ყველაფერი არაა ადვილი, თუმცა, იმედი მაქვს, რომ აღნიშნულ ამოცანას უშიშროება შეასრულებს - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები